ეკონომიკა

ქართული ფოლადი 20– წლიანი პაუზის შემდეგ

30 დეკემბერი, 2010 • • 1248
ქართული ფოლადი  20– წლიანი პაუზის შემდეგ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 29 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და  ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ქართული მეტალურგიის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას სტუმრობდნენ.

კომპანია “ქართულ ფოლადმა” რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 20– წლიანი პაუზის შემდეგ, 2010 წელს პირველი ფოლადი ჩამოასხა. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი, 15 –ტონიანი რკალური ღუმელი წარმოებას წელიწადში 200 ათას ტონამდე გაზრდის და კიდევ 280 ადამიანს დაასაქმებს. მთლიანად საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა კი  3 ათასს მიაღწევს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი