ეკონომიკა

№52 რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები

30 დეკემბერი, 2010 • • 1045
№52 რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წლის 30 დეკემბერს ეროვნული ბანკის 7-დღიან N52 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 190 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი შვიდ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური 7.80%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.57%–ით განისაზღვრა.

ხოლო ეროვნული ბანკის წინა 7-დღიან N51 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 138 100 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი  სამ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.56%, მაქსიმალური 7.70%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.59%–ით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი