ეკონომიკა

რა ღირს მისტრალი?

30 დეკემბერი, 2010 • • 1253
რა ღირს მისტრალი?

„მისტრალის“ ტიპის პირველი გემის მშენებლობა 700 მილიონ ევროს გადააჭარბებს-ამის შესახებ РИА Новости-ს ამ თემაზე მოლაპარაკებაში ჩართულმა წყარომ განუცხადა.  24 დეკემბერს რუსეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ „მისტრალის“ ტიპის ორი გემის მშენებლობის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, ტენდერი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოქტომბერში გამოცხადდა.

„პირველი გემის ღირებულება 720 მილიონი ევრო იქნება, მეორისა კი – 650 მილიონი “-განაცხადა სააგენტოს წყარომ.

მისივე განცხადებით, მეორე გემის ღირებულების შემცირება მშენებლობაში რუსეთის წილის ზრდამ გამოიწვია, – „თუ პირველი გემის მშენებლობაში რუსეთის წილი 20% იყო, მეორე გემის მშენებლობის დროს იგი შეიძლება გაორმაგდეს,“-განაცხადა სააგენტოს წყარომ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი