ეკონომიკა

2010 წელს ტურიზმი პრიორიტეტული სფერო გახდა

29 დეკემბერი, 2010 • • 913
2010 წელს ტურიზმი პრიორიტეტული სფერო გახდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ კეკელიამ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ 2010 წელს განხორციელებული სამუშაოების შედეგები შეაჯამეს.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, 2010  წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა ინფრასტრუქტურა, დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, აქტიურად დაიწყო საქართველოს პოპულარიზაცია მსოფლიო ბაზარზე, შედეგად კი ქვეყანამ 2 მლნ 55 ათასი ტურისტი და მეტი შემოსავალი მიიღო, ტურიზმი პრიორიტეტული სფერო გახდა.

“ტურისტების რაოდენობის ზრდა პირდაპირ აისახება სახელმწიფო შემოსავალზე და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საზღვაო და მთის კურორტების განვითარების პარალელურად, ეს შემოსავალი ქვეყნის რეგიონებზე ნაწილდება” – განაცხადა არჩილ კეკელიამ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უკვე გაწერილია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს საქართველომ ზრდის იგივე მაჩვენებელს 2011 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი