ეკონომიკა

ოქროს ფასმა მოიმატა

29 დეკემბერი, 2010 • • 999
ოქროს ფასმა მოიმატა

29 დეკემბრის მონაცემებით, ოქროს ფასმა წინა პერიოდთან შედარებით მოიმატა. ამის მიზეზად ევროპაში წარმოქმნილი სასესხო კრიზისი და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის აღდგენის ზრდის ტემპი სახელდება. სწორედ ამან გამოიწვია ოქროზე, როგორც ყველაზე საიმედო კაპიტალზე, მოთხოვნის ზრდა. თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიუ იორკის საფონდო ბირჟა Comex-ზე 0.1 დოლარით მოიმატა  და უნციაზე 1405,7 დოლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი