ეკონომიკა

ეკონომიკური და კულტურული დიპლომატია – საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიოტიტეტი

29 დეკემბერი, 2010 • • 1729
ეკონომიკური და კულტურული დიპლომატია – საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიოტიტეტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში ქვეყნის პოზიტიური და ობიექტური იმიჯის დამკვიდრებაში. ქვეყნის კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა შეიძლება იქცეს საგარეო პოლიტიკის ეფექტურ იარაღად, რომელიც მსოფლიოში საქართველოს ადექვატური იმიჯის ფორმირების გზით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული მიმართულებებით 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიში მოცემული მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტების თანახმად, საქართველოს საგარაო საქმეთა სამინისტრო გეგმევს შემდეგ ღონისძიებებს:

• ექსპორტის მხარდაჭერა და ქართული პროდუქციისათვის ახალი ბაზრების

მოპოვების ხელშეწყობა;

• კომპეტენციის ფარგლებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

• ენერგომომარაგების მარშუტების დივერსიფიცირების ხელშეწყობა;

• საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობა;

• თანამშრომლობა BSEC–ის და სუამის ფორმატებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი