2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამომავლო პრიორიტეტებში უმთავრესია საქართველოს საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარება. კერძოდ, დაგეგმიალია შემედგი ღონისძიებები:
• ძირითად საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადის გამტარუნარიანობის და საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით, საავტომობილო გზების მახასიათებლების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
• ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილის ფოთი-თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის (E-60 ავტომაგისტრალი) და აჭარის შემოვლითი გზის (E-70 ავტომაგისტრალი) ცალკეული მონაკვეთების რეკონსტრუქცია- მოდერნიზაცია;
• რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება;
• მუნიციპალურ ცენტრებთან, ძირითად საკურორტო, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან, მოსაზღვრე ქყვეყნებთან მისასვლელი საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაცია;
• საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთება და შენახვა ზამთრის პერიოდში, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით სამუშაოების ჩატარება;
აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოსალოდნელ შედეგებში დასახელებულია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის გაზრდა; ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდა და ასევე ავტომობილების საოპერაციო დანახარჯების შემცირება, რაც გულისხმობს ცემენტო-ბეტონის საფარიან საავტომობილო გზებზე მოძრაობისას ავტომობილების მიერ დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლები საწვავის მოხმარებას (მსოფლიო ბანკის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით);