ეკონომიკა

საგამოძიებო სამსახურის ახალი შენობა მცხეთაში

29 დეკემბერი, 2010 • • 968
საგამოძიებო სამსახურის ახალი შენობა მცხეთაში

28 დეკემბერს მცხეთაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ოფისი გაიხსნა.

შენობის გახსნას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ობგაიძე დაესწრნენ.

„საგამოძიებო სამსახური არის და უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადოებისა კეთილსინდისიერი ბიზნესის დაცვაზე. იგი უნდა ებრძოდეს კრიმინალს, კონტრაბანდას, გადასახადების დამალვას, მაგრამ როდესაც საუბარია სუფთა ბიზნესზე, ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პარტნიორულ პრინციპებს,“ – განაცხადა ნიკა გილაურმა.

„ახალი კურსის“ ფარგლებში მთავარი პრიორიტეტი იქნება, საგამოძიებო სამსახურმა კიდევ უფრო ეფექტურად უზრუნველყოს ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებისა და ბიზნესის დაცვა კრიმინალისგან, რათა პატიოსანმა გადამხდელმა თავისუფლად აწარმოოს თავისი ბიზნესი,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.

„თანამედროვე ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლებს საქმიანობაში, რაც აისახება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზეც, რადგან საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ბიზნესის დაცვაა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან,“ – განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ობგაიძემ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს საგამოძიებო სამსახურის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი