ეკონომიკა

ვერა ქობალიამ კომბინირებული საკვების დამამზადებელი ქარხნები დაათვალიერა

28 დეკემბერი, 2010 • • 1301
ვერა ქობალიამ კომბინირებული საკვების დამამზადებელი ქარხნები დაათვალიერა

28 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ახალციხის რაიონის სოფელ წნისში ყველისა და საქონლის კომბინირებული საკვების დამამზადებელი ქარხნები დაათვალიერა. ქარხნები კომპანია  ”ჯორჯიან ბიზნესს ზონ”-ის საკუთრებაა, რომელიც ახალციხის რაიონის სოფელ წნისში 2008 წლიდან საქმიანობს.

ვერა ქობალიას განცხადებით, ორივე საწარმო საერთაშორისო დონორების დახმარებისა და ადგილობრივი სამეწარმეო ინიციატივის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საწარმოები რეგიონშიც გაიხსნა, რაც უმუშევრობის შემცირებას შეუწყობს ხელს.  

2008 წელს შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-მა გაიმარჯვა ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „აგრობიზნესის განვითარების პროექტი“. თანადაფინანსების სახით კი მიიღო 125 000 აშშ დოლარი. „ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-მა 2009 წელს ასევე გაიმარჯვა”ქეა-საერთაშორისო კავკასიასა” და ”BP”-ს მიერ პროექტის “ფერმერები და ბაზარი” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში და 50 000 აშშ დოლარი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი