ეკონომიკა

10 საუკეთესო კერძო საიტი

28 დეკემბერი, 2010 • • 1281
10 საუკეთესო კერძო საიტი

SecondMarket“-მა „Mashable“-ს იმ კერძო საიტების სია გაუზიარა, რომლებიც მის მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარულია.

  1. Facebook – მისთვის პირველი ადგილის მინიჭება ყველასთვის ადვილი გამოსაცნობი იქნებოდა. კომპანიის ცნობით, მის მომხმარებელთა 25% „Facebook”-ზეა. სოციალური ქსელის შემოსავალმა 2010 წელს 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
  2. LinkedIn – სოციალური ქსელის წარმომადგენლების თქმით, ბოლო თვეში აღნიშნულ საიტზე 85 მილიონი ადამიანი  დარეგისტრირდა. მას ყოველ წამს ახალი წევრი ემატება. წლის დასაწყისში კომპანია 2 მილიარდ დოლარად შეაფასეს.
  3. Twitter – იგი საბოლოოდ შეეცადა ფულის გამომუშავებას tweet-ების დაწინაურებით. მისი შემოსავალი 200 მილიონი დოლარით გაიზარდა და ჯამში 3,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
  4. Zynga – სოციალური თამაშების (FarmVille და Mafia Wars) წყალობით კომპანიას 45 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
  5. Craigslist – კომპანია ფულს რეკრუტირებით (პერსონალის მოზიდვის პროცესი) შოულობს. ბოლო დროს მას  იურიდიული სექცია გამოაკლდა, რომელიც საიტის შემოსავლის   30%-ს  შეადგენდა.
  6. Groupon – საიტი, რომლის შემოსავალიც დაახლოებით 800 მილიონი დოლარია, Google-ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ეს უკანასკნელი მზად იყო, მასში 5.3 მილიარდი დოლარიც კი გადაეხადა.
  7. Yelp – 2010 წელს მასში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდო, რამაც კომპანიას ახალი შესაძლებლობები მისცა.
  8. SecondMarket – იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიით ინვესტორები დაინტერესდნენ, მისთვის  მერვე ადგილი მოსალოდნელი იყო.
  9. Pandora – 2009 წლის ბოლოსთვის კომპანიის შემოსავალი 50 მილიონი დოლარი იყო. 2010 წლის დასაწყისის პროგნოზით კი ეს თანხა წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
  10. Bloom Energy –  საიტმა, რომელიც ნამდვილად იწვევს მომხმარებლების ინტერესს,  უკვე 400 მილიონიანი დაფინანსება მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი