ეკონომიკა

„Facebook“-ზე ყველაზე მეტი მომხმარებელი „iPhone“-ის პროგრამებს ჰყავს

28 დეკემბერი, 2010 •
„Facebook“-ზე ყველაზე მეტი მომხმარებელი „iPhone“-ის პროგრამებს ჰყავს

2010 წელს მსოფლიოს მასშტაბით  ბიზნესში მიმდინარე მოვლენების აღწერისას ყველაზე წარმატებულ კომპანიებს შორის ანალიტიკოსები  „Apple“-ს და “Facebook”-ს ასახელებენ, რადგან მათი  შემოსავალი და პოპულარობა ამ წლის განმავლობაში კოლოსალურად გაიზარდა.

“Facebook”-ზე აქტივობით შეიძლება განვსაზღვროთ სხვადასხვა კომპანიის პოპულარობა და ადგილი ბაზარზე, მაგალითად, წლის შეჯამების შედეგად გამოვლინდა, რომ „Facebook“-ზე ყველაზე მეტი მომხმარებელი „iPhone Apple“-ის და „iPod Touch“-ისთვის განკუთვნილ პროგრამებს ჰყავს. „iPhone app“-ს 57.3 მილიონი აქტიური მომხარებელი იყენებს. ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ „Apple“-ის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. კომპანიას კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს და კონკურენტული უპირატესობა მას  საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო გაზარდოს ბაზრის წილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი