2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, განისაზღვრა სახელმწიფო პენსიის შემდეგი ოდენობები:

ა) მინიმალური სახელმწიფო პენსია-55 ლარი;

ბ) საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსია-80 ლარი;

გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დანიშნული სახელმწიფო პენსია-80 ლარი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის (გარდა მკვეთრად გამოხატულისა) სტატუსის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსია-70 ლარი;

ე) მეორე მსოფლიო ომის:

ე.ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის-129 ლარი;

ე.ბ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის-80 ლარი;

ე.გ) მონაწილეებისთვის-80 ლარი;

ვ) ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების:

ვ.ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის-129 ლარი;

ვ.ბ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის-80 ლარი;

ზ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების:

ზ.ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის-84 ლარი;

ზ.ბ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის-70 ლარი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *