ეკონომიკა

როგორ იქნება უმწეოთა დახმარების საკითხი 2011 წელს

28 დეკემბერი, 2010 • • 1022
როგორ იქნება უმწეოთა დახმარების საკითხი 2011 წელს

2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისა და პირების ქვემოთ მითითებულ კატეგორიებზე (მათ შორის, დევნილთა ოჯახებზე) 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშნული ყოველთვიური დახმარებების გაცემა გაგრძელდება შემდეგი ოდენობებით:

ა) მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიან ოჯახზე-22 ლარი, არამომუშავე პენსიონერთა ორ და მეტსულიან ოჯახზე -35 ლარი;

ბ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ ბავშვზე-22 ლარი;

გ) არამომუშავე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოებზე, ერთ პირზე-22 ლარი;

დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ერთ ბავშვზე-22 ლარი;

ე) მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 7 ან 7-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი-35 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი