ეკონომიკა

შიდა აუდიტმა 173-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა

27 დეკემბერი, 2010 • • 1064
შიდა აუდიტმა 173-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში  ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა თბილისის 173-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში  ფინანსური დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისას საქართველოს კანონმდებლობის სისტემატური დარღვევის ფაქტები გამოავლინა.

სამინისტროს შიდა აუდიტის ცნობით, სკოლის ადმინისტრაცია კანონის გვერდის ავლით ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, ამას გარდა,  173-ე სკოლის დირექტორი თავს არიდებდა გადასახადების გადახდას და  ბიუჯეტიდან უკანონოდ  2 650 ლარი მიითვისა. შიდა აუდიტის ინფორმაციით, ასევე ხდებოდა ბუღალტრული წარმოების წესის სისტემატური დარღვევა. აღნიშნული უკანონო საქმიანობის გამო,  სახელმწიფოს  ბიუჯეტს დაახლოებით 13 000 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიადგა.

გენერალურმა ინსპექციამ მასწავლებლების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებიც გამოავლინა. ასევე გამოვლინდა მოსწავლის ვაუჩერების გაყალბებისა და სასკოლო ატესტატებით მანიპულირების ფაქტები. აღმოჩენილ იქნა, აგრეთვე, სასკოლო ინვენტარის დანაკლისი. სკოლის საქმიანობას გენერალური პროკურატურა შეისწავლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი