ეკონომიკა

სიტყვები, რომლებიც „Facebook“-ის სტატუსებში ყველაზე ხშირად მოხვდა

27 დეკემბერი, 2010 • • 1286
სიტყვები, რომლებიც „Facebook“-ის სტატუსებში ყველაზე ხშირად მოხვდა

სოციალური ქსელების პოპულარობა თანდათან იზრდება. ამ მხრივ, პირველი ადგილი “Facebook”-ს უჭირავს, აღნიშნული ქსელი ყველაზე გავლენიანია, რისი დასტურიც მისი დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის „წლის ადამიანად“ აღიარებაცაა.

“Facebook”-მა ყველაზე მეტი მომხმარებლის მოპოვება და ყველაზე დიდი თანხის გამომუშავება შეძლო, ეს სოციალური ქსელი ბოლო პერიოდის  ნამდვილი მოვლენა გახდა და საინტერესო იქნება “Facebook”-თან დაკავშირებული 2010 წლის რამოდენიმე საინტერესო ფაქტის აღნიშვნაც.

მსოფლიოს მასშტაბით “Facebook”-ს ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ისინი მუდმივად ანახლებენ სტატუსებს სხვადასხვა მოვლენების აღწერისთვის. მაინც რა თემაზე ხდება სტატუსების განახლება? ამ კითხვაზე პასუხი „Facebook“-ის ბლოგზე გამოჩნდა, მაშ ასე, რას ვწერდით მთელი წლის განმავლობაში?

  1. HMU – ეს არის გამონათქვამი, რომელიც 2010 წელს ყველაზე მეტ სტატუსში მოხვდა. „HMU“, როგორც „Facebook“-ის ბლოგზე წერენ, არის წლის ყველაზე დიდი სიურპრიზი, ეს ფრაზა თითქმის ყველა სტატუსში და პირად წერილში ფიგურირებდა. HMU არის შემოკლებული აბრევიატურა გამოთქმისა – „hit me up“, რაც  გაცნობის სურვილს გულისხმობს.
  2. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში – 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ამ წლის ყველაზე დიდ მოვლენათა შორისაა და ეს “Facebook”-ზეც აისახა. ყველაზე მეტი გამოხმაურება სოციალურ ქსელში  ნახევარფინალებმა და ფინალმა გამოიწვია.
  3. ფილმები – სტატუსებში ფილმებზე საუბარიც ძალიან პოპულარული იყო, ყველაზე ხშირად ნახსენები იყო ხუთი ფილმი: 1. “Toy Story 3”,  2. “The Twilight Saga: Eclipse”, 3. “Inception”, 4. “Alice in Wonderland”,  5.„Iron Man 2“.
  4. iPad და iPhone 4 – მაისში „Apple“-მა თავის მეტოქეს, „ Microsoft“-ს აჯობა და ეს „Facebook“-ის სტატუსებზეც აისახა, აღნიშნული პროდუქტების განხილვა სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად მიმდინარეოდა. ჰაიტი – მიწისძვრამ და საშინელმა ნგრევამ მთელი მსოფლიო შეძრა და ეს ყველაფერი  „Facebook“-ის სტატუსებზეც აისახა.
  5. ჯასტინ ბიბერი – ახალგაზრდა მომღერალი, რომლის მიმართაც იწერებოდა როგორც სიყვარულის, ასევე სიძულვილის გამომხატველი სტატუსები.
  6. თამაშები – „Facebook“-ის თამაშები წინა წლებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია და საქართველოშიც შედარებით ნაკლები მომხმარებელი თამაშობს სოციალურ ქსელში, თუმცა თამაშებმა სტატუსებში მეშვიდე ადგილი მაინც დაიკავა. წლის ყველაზე პოპულარული თამაში კი  „CityVille“ გახდა.
  7. მაღაროელები – 33 ჩილელი მაღაროელის ამბავი, რომლებიც მიწისქვეშ 69 დღე გაატარეს, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო.
  8. თვითმფრინავები –  ამ სიტყვის ხშირი გამოყენება არ არის ახალი, ეს სიტყვა თითქმის ყოველ წელს, ყველაზე ხშირად ხვდება სოციალური ქსელების კედელებზე.
  9. 2011 – როგორც ყოველთვის, წლის ბოლოს სტატუსების უმრავლესობაში ახალი წლის მოლოდინი იგრძნობა. 2010 წლის დეკემბერშიც სტატუსების უმრავლესობაში ფრაზა „2011 წელი“ მოხვდა.

წლის ბოლოს „წლის ადამიანი“ ცდილობს უფრო გააფართოვოს „Facebook”-ის საზღვრები და ჩინეთის ბაზარზეც შეაღწიოს. თუ მარკ ცუკერბერგი ჩინეთის მთავრობის დარწმუნებას შეძლებს, მისი ბიზნესის მომხმარებელთა რაოდენობა, შეიძლება, ორჯერ გაიზარდოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი