ეკონომიკა

2011 წლის სახელმწიფო ვალი

26 დეკემბერი, 2010 • • 1159
2011 წლის სახელმწიფო ვალი

სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 332 761.0 ათასი ლარი:

ა) ძირითადი თანხის დაფარვა – 138 884.0 ათასი ლარი, მათ შორის:

 ორმხრივი კრედიტებისათვის – 54 253.8 ათასი ლარი;

 მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 84 630.2 ათასი ლარი;

ბ) პროცენტის გადახდა – 193 877.0 ათასი ლარი, მათ შორის:

 ორმხრივი კრედიტებისათვის – 62 956.6 ათასი ლარი;

 მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 61 545.4 ათასი ლარი;

სახელმწიფოს მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულებების მომსახურება – 69 375.0 ათასი ლარი.

,,საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში” ცვლილებების შეტანის თაობაზე” შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული ბანკისთვის გადასახდელი პროცენტის მოცულობა განისაზღვრა 50 418.3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო დასაფარი ძირითადი თანხის მოცულობა – 35 000.0 ათასი ლარით.

,,საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში” ცვლილებების შეტანის თაობაზე” შეთანხმების შესაბამისად უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 15 მარტს გამოშვებული 600 846.0 ათასი ლარიდან სახელმწიფო ობლიგაციის განახლება 560 846.0 ათასი ლარის ოდენობით წლიური 6 პროცენტის სარგებლობის გადახდით და 40 000.0 ათასი ლარის გადაფორმება სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის წლიური 12 პროცენტის სარგებლობის გადახდით.

,,საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში” ცვლილებების შეტანის თაობაზე” შეთანხმების შესაბამისად  საქართველოს მთავრობის მიერ უნდა განხორციელდეს2007 წლის 15 მარტს გამოშვებული სახელმწიფო ობლიგაციების ღია ბაზრის ოპერაციებისათვის 5 000.0 ათასი ლარის მოცულობით დაფარვა, 2008 წლის 15 მარტს გამოშვებული სახელმწიფო ობლიგაციების ღია ბაზრის ოპერაციებისათვის 12 000.0 ათასი ლარის მოცულობით დაფარვა და 2009 წლის 15 მარტს გამოშვებული სახელმწიფო ობლიგაციების ღია ბაზრის ოპერაციებისათვის 18 000.0 ათასი ლარის მოცულობით დაფარვა.

სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით საშინაო ვალდებულების ცვლილება განისაზღვრა 100 000.0 ათასი ლარის წმინდა ზრდით. სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება უნდა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ასევე უნდა განახორციელოსსახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების დაფარვის აღრიცხვა ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი მუხლის შემცირების გზით.

სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების ნაცვლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით გამოიყენოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთი. ამასთან, სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრების წმინდა მოცულობა და მათი გამოშვების ნაცვლად ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 100 000.0 ათას ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი