ეკონომიკა

2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები

26 დეკემბერი, 2010 • • 1136
2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები, შესაბამისად, 50 000.0 ათასი და 50 000.0 ათასი ლარის ოდენობით.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე, იქმნება  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 118 000.0 ათასი ლარის ოდენობით.

ამასთან,  სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ პროექტების თანადაფინანსებისათვის საჭირო თანხები (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა), საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად უნდა გადაურიცხოს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს.

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე, განისაზღვრება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის მოცულობა 20 000.0 ათასი ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი