ეკონომიკა

სახელმწიფო – ინვესტორ გადამხდელთათვის?

24 დეკემბერი, 2010 •
სახელმწიფო –  ინვესტორ გადამხდელთათვის?

ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, რომელიც ძალაში 2011 წლის  იანვარს შევა, გადამხდელს ენიჭება აქამდე არარსებული ფუნქციები:

 

•           წინასწარი გადაწყვეტილება – გადამხდელს უფლება ენიჭება შემოსავლების სამსახურთან წინასწარ შეათანხმოს „თამაშის წესები“ და დაბეგვრის პირობები.

•           საგადასახადო შემოწმების მოთხოვნა – გადამხდელს მიენიჭა უფლება, მისთვის მოსახერხებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურისაგან მოითხოვოს საგადასახადო შემოწმების ჩატარება, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს.

•           მცირე ბიზნესისათვის გამარტივებული საგადასახადო რეგულირების შემოღება – დადგინდა საგადასახადო შეღავათები – ბრუნვის 3% ან 5%; გადამხდელი უფლებამოსილია, აწარმოოს გამარტივებული ბუღალტერია.

 

ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი ცხაკაიას განცხადებით სახელმწიფო ხდება გადასახადების გადამხდელებისათვის ერთგვარი ინვესტორი. კერძოდ, ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს  დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმის არსებობას ანუ გადამხდელი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ის სახით გადაიხადა 200 000 ლარი, იმპორტისას თავისუფლდება დღგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან და გადასახადების კვარტალური დეკლარირებისგან – დასაბეგრი ოპერაციების საანგარიშო პერიოდი ნაცვლად ყოველთვიურისა ეტაპობრივად ტრანსფორმირდება კვარტალურად,  შემოსავლების სამსახურის განცხადები ორივე ეს პრინციპი სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში განხორცილებული ინვესტიციის ტოლფასია.

გარდა ამისა, ახალი საგადასახადო კოდექსში ჩნდება კიდევ ორი საინტერესო ჩანაწერი: პირადი საგადასახადო აგენტი და საგადასახადო ომბუდსმენი.

პირადი საგადასახადო აგენტი იცავს გადამხდელის ინტერესებს შემოსავლების სამსახურში, უწევს მას კონსულტირებას და ეხმარება საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში.

საგადასახადო ომბუდსმენი  კიდევ ერთი ინსტიტუტია გადამხდელის ინტერესებისა და უფლებების წარმოდგენისა და დაცვისათვის, ასევე დარღვეული უფლებების აღდგენისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი