ეკონომიკა

საჯარო მსჯელობა ელექტრონული კომერციის განვითარებისათვის

31 დეკემბერი, 2010 • • 1248
საჯარო მსჯელობა ელექტრონული კომერციის განვითარებისათვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ინიციატივით, 23 დეკემბერს, ელექტრონული კომერციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  გაიმართა საჯარო მსჯელობა ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარების პერსპექტივების და ამოცანების შესახებ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე განხილულ იქნა საქართველოში ელექტრონული კომერციის შემაფერხებელი ფაქტორები და განისაზღვრა ქვეყანაში ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული ელექტრონული კომერციის განვითარებისათვის კოორდინირებული ქმედებების ნუსხა. 

აღნიშნულ ღონისძიებაში სხვადასხვა სამინისტროების, სამთავრობო უწყებების, ბანკებისა და ინტერნეტ მაღაზიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“საერთაშორისო ინტერნეტ-მაღაზიებში მომხმარებლები წლის განმავლობაში დაახლოებით 260 მლრდ აშშ დოლარს ხარჯავენ. სამწუხაროდ, საქართველოში ინტერნეტ-კომერცია ჯერ კიდევ სუსტადაა განვითარებული, ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ელექტრონული სისტემის განვითარებას ყველა სფეროში,“ – განაცხადა კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიბაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი