ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო პროგრამის ”გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში კომპანია ”სოკარ ჯორჯიამ” 23 დეკემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამას გაზიფიცირება დაასრულა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიის 70%-ის გაზიფიცირება იგეგმება.
პროექტის ფარგლებში განცხორციელდა 11 კმ და 145 მ სიგრძის გაზადენის მშენებლობა და აღნიშნულ სამუშაოებზე 528 157 ლარი დაიხარჯა.
სოფლების გაზიფიცირება, სამინისტროს ცნობით, გულისხმობს მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენის სოფელში შეყვანას, რის შემდეგაც, გაზგამანაწილებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული შეთანხმების შემთხვევაში, გაზი შეუძლია მიიღოს სოფლის ნებისმიერმა მაცხოვრებელმა.
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაზი ბოლნისის რაიონის სოფელმა ქვემო ბოლნისმა მიიღო. გაზიფიცირების სამუშაოები კომპანია ”იტერამ” და „ბოლნისიგაზმა“ განახორციელეს.