საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ძირითად პრიორიტეტებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფისკალურ პოლიტიკას. საქართველოს მთავრობის მონაცემებით, გრძელვადიანი პერიოდისთვის მთავრობის სტრატეგიაა ფისკალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს:

            • ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას;

            • მაკროეკონომიკურ სტაბილურობას;

            • ხარჯების ზრდას პრიორიტეტულ მიმართულებებზე;

            • საფინანსო წესრიგის გაძლიერებას;

2011-2014 წლებისთვის ფისკალური პოლიტიკის ამოცანებს წარმოადგენს:

•           ხარჯების მიმართვა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა:  სოციალური სფერო, განათლება, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, უსაფრთხოება და მართლწესრიგი;

•           ბიუჯეტის დეფიციტის თანდათანობით შემცირება;

•           ბიუჯეტის ხარჯების წილის შემცირება მშპ-თან მიმართებაში;

აღნიშნული მიზნების მისაღწევად განხორციელდება:

            • საგადასახადო კანონმდებლობის შემდგომი ოპტიმიზაცია;

            • სახელმწიფო ხარჯების მენეჯმენტის შემდგომი სრულყოფა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *