ეკონომიკა

სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და სახაზინო ვალდებულებების აუქციონების შედეგები

22 დეკემბერი, 2010 • • 1079
სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და სახაზინო ვალდებულებების აუქციონების შედეგები

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წლის 22 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N51, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა რვა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.10%-ით, მაქსიმალური 9.85%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.69%–ით განისაზღვრა.

რაც შეეხება სახაზინო ვალდებულებებს, 2010 წლის 22 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 6 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  შვიდმა  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ  19 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.940%–ით, მაქსიმალური 10.130%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.017%–ით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი