ეკონომიკა

თინა ხიდაშელი კონტროლის პალატის ინიციატივას დადებითად აფასებს

22 დეკემბერი, 2010 •
თინა ხიდაშელი კონტროლის პალატის ინიციატივას დადებითად აფასებს

კონტროლის პალატის  თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის  ინიციატივა,   კონტროლის პალატაში თბილისის ბიუჯეტის მაკონტროლებელი სპეციალური სტრუქტურის შექმნის შესახებ, საკრებულოს წევრმა თინა ხიდაშელმა დადებითად შეაფასა-“მივესალმებით კონტროლის პალატის თავმჯდომარის ინიციატივას, თბილისის მერიის ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მართვის შემოწმების შესახებ. რესპუბლიკელები აღნიშნულ კომისიასთან თანამშრომლობისა და დახმარებისათვის სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ.“

თინა ხიდაშელმა, გამჭვირვალობისა და საზოგადოების განსაკუთრებით მაღალი ინტერესის გამო, თბილისის მერიას, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს მოუწოდა, ახალი წლის ღონისძიებების დაწყებამდე მოახდინონ საზოგადოების სრული ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და იმ ფინანსური ვალდებულებების შესახებ, რომლებიც 2011 წლის აღსანიშნავად გაწია ბიუჯეტმა. 

„კერძოდ, მოვითხოვთ, საზოგადოებას ოფიციალურად მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ქალაქ-გაფორმებითი ხარჯების, დაგეგმილი კონცერტებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების და ყველა მსგავსი ხარჯების შესახებ, ასევე იმ ფირმების და ორგანიზაციების შესახებ, ვისთანაც  შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა”,–განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი