ეკონომიკა

სოფელმა ქვემო ბოლნისმა გაზი მიიღო

22 დეკემბერი, 2010 • • 974
სოფელმა ქვემო ბოლნისმა გაზი მიიღო

ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 21 დეკემბერს საპრეზიდენტო პროგრამის ”გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში ბოლნისის რაიონის სოფელმა ქვემო ბოლნისმა გაზი მიიღო. სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები  კომპანია ”იტერამ” და „ბოლნისიგაზმა“ განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში 9 კილომეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზადენის მშენებლობა განხორციელდა, დღეისათვის ბუნებრივ აირს ლტოლვილთა 21 ოჯახი, სოფლის 15 მაცხოვრებელი და საშუალო სკოლა მიიღებს, ხოლო უახლოეს პერიოდში მათი რიცხვი 2000 აბონენტს მიაღწევს.

საპრეზიდენტი პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში” გულისხმობს მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენის სოფელში შეყვანას, რის შემდეგაც გაზგამანაწილებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული შეთანხმების შემთხვევაში, გაზი შეუძლია მიიღოს სოფლის ნებისმიერმა მაცხოვრებელმა.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საპრეზიდენტი პროგრამის, ”გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში  საქართველოს ტერიტორიის 70%-ის გაზიფიცირება იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი