ეკონომიკა

შრომასა და კავშირში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა

22 დეკემბერი, 2010 • • 973
შრომასა და კავშირში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა

ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ” 22 დეკემბერს ლაგოდეხის რაიონის სოფლებში შრომასა და კავშირში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა.

აღნიშნული სოფლების ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებისა და გამრიცხველიანებისათვის კომანიამ 134 ათასი ლარი დახარჯა და 720 აბონენტი ინდივიდუალურად გაამრიცხველიანა.

20 დეკემბერს კი კომპანია ”ენერგოპრო ჯორჯიამ” რაჭის სოფლების კაჩაეთისა და ღარის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა.

საქართველოს რეგიონებში არსებული ყველა აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2013 წლის ბოლოს დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი