საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის III კვარტალში, ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, მრეწველობის პროდუქციის გამოშვებაში 78,9% , ანუ 949.4 მილიონი ლარი დამამუშავებელი მრეწველობის სექტორზე მოდის.
2010 წლის III კვარტალში, ამავე წლის II კვარტალთან შედარებით, გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორის პროდუქციის გამოშვება 17,2%-ით, ანუ 139 მილიონი ლარითაა გაზრდილი, ხოლო I კვარტალთან შედარებით 37%-ით, ანუ 256.4 მილიონით.
2010 წლის III კვარტალში, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ყველაზე დიდი წილი საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე მოდის (42,9%), კერძოდ, საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებაზე III კვარტალში სულ 406.9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 96.3 მილიონი ლარით მეტია II კვარტლის მაჩვენებელზე და 102.2 მილიონი ლარით მეტია I კვარტლის მაჩვენებელზე. მას მოჰყვება მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება (25%), დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება (11%), ქიმიური წარმოება (6,4%), ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა (5%), სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობების წარმოება (2,9%) და ა. შ. დამამუშავებელ მრეწველობაში ყველაზე მცირე წილი ნავთობპროდუქტების წარმოებაზე მოდის-0.6 მილიონი ლარი. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობების წარმოებას, აღნიშნულ დარგზე III კვარტალში სულ 27.4 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 25.2 მილიონი ლარით ჩამორჩება I კვარტლის მონაცემებს და 10.9 მილიონით II კვარტლისას. რაც შეეხება მრეწველობის სხვა დარგებს, ორთქლითა და ცხელი წლით მომარაგებაზე ყველაზე მცირე თანხა, ანუ 0.2 მილიონი ლარი დაიხარჯა და აღნიშნული მონაცემი არ შეცვლილა წინა ორ კვარტალთან შედარებით.
2010 წლის III კვარტალში, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება, 2010 წლის II კვარტალთან შედარებით, 31%-ით არის გაზრდილი, ხოლო მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 2,2%-ით.