საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 2011 წლიდან გადასახადის გადამხდელთათვის საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს. აღნიშნული კამპანია რამოდენიმე კომპონენტს მოიცავს:
• ელექტრონული ტესტები – საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, ვებ-გვერდზე ტესტების განთავსება: „შეამოწმე შენი ბუღალტერი“; „შეამოწმე საკუთარი თავი“.
• გადამხდელების ტრენინგი – გადამხდელთა ცოდნის დონისა და ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, ტრენინგების ორგანიზება საგადასახადო კანონმდებლობის სხვადასხვა საკითხებზე.
• საგადასახადო კოდექსის განმარტებების ვიდეო ვერსია – საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, კოდექსის დებულებათა პოპულარულ ენაზე განმარტებების ვიდეო-ვერსიის შექმნა.
• საგადასახადო კოდექსის გამარტივებული ვერსია – ინვესტორების უკეთ ინფორმირების მიზნით, საგადასახადო კოდექსის გამარტივებული ვერსიის – “საგადასახადო წიგნაკის” გამოცემა ქართულ და უცხო ენებზე.
• სერვისი 077 – დაინტერესებულ პირთათვის უფასო საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა სატელეფონო და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
