ეკონომიკა

2011 წლის 10 იანვრიდან სამხრეთ ოსეთში ქართული ფულის მიმოქცევა იკრძალება

21 დეკემბერი, 2010 • • 1104
2011 წლის 10 იანვრიდან სამხრეთ ოსეთში ქართული ფულის მიმოქცევა იკრძალება

შობა-ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული ეროვნული ვალუტა ოფიციალურად შეწყვეტს მიმოქცევას – იუწყება რია-ნოვოსტი.   

„სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციამ ქართული ვალუტის მიმოქცევის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო,“-განაცხადა ახალგორის (ოკუპაციის შემდეგ მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ლენინგორი დაარქვა) რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწემ, სერგეი გაგლოევმა.  მისი თქმით, 2011 წლის 10 იანვრიდან ქართული ლარი უკვე აღარ იქნება ფულადი მიმოქცევის კანონიერი საშუალება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობა და საწარმოები  ამის შესახებ უკვე ინფორმირებულნი არიან.

დე ფაქტო ადმინისტრაციის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის განსაკუთრებულ გამოხმაურებას არ გამოიწვევს და მიმოქცევაში, ჩვეულებრივ, რუსული რუბლი დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი