ეკონომიკა

ქართული ჩაის გამოფენა

21 დეკემბერი, 2010 • • 1006
ქართული ჩაის გამოფენა

19 დეკემბერს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ქართული ჩაის დღე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ჩაის მწარმოებელმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

ქართული ჩაის ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა მიზნად ისახავდა ადგილობრივი ჩაის მწარმოებელი კომპანიების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას. გამოფენაში მონაწილეობა 18 კომპანიამ მიიღო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართული ჩაის პოპულარიზაციას და დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს შიდა ბაზრის მთლიანად ათვისებასა და საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოვლენაში.

სამინისტროს ცნობით, 2009 წელს საქართველოდან ჩაის ექსპორტი განხორციელდა– უზბეკეთში, უკრაინაში, თურქმენეთში, მონღოლეთში, გერმანიაში, სერბიაში, მონტენეგროში, ტაჯიკეთში, ბელორუსიაში, ჩეხეთში, აშშ-ში, ყაზახეთში, პოლონეთში, კანადაში, მოლდოვაში და ნიდერლანდებში. ქართული ჩაის ექსპორტი 2008 წელთან შედარებით 2009 წელს 5%-ით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი