ეკონომიკა

მრეწველობის დარგის ბრუნვა 3%–ით გაიზარდა

21 დეკემბერი, 2010 • • 1012
მრეწველობის დარგის ბრუნვა 3%–ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მრეწველობის დარგის ბრუნვამ მესამე კვარტალში 1 352 მილიონი ლარი შეადგინა. ბრუნვის მაჩვენებელი წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით 0,9%–ით არის გაუმჯობესებული, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%–ით.

პროდუქციის გამოშვება 12%–ით გაიზარდა მეორე კვარტალთან შედარებით და 1 204 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, იგი 87 706 ადამიანით განისაზღვრა.

ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, მრეწველობის პროდუქციის გამოშვებაში 78,9% დამამუშავებელი მრეწველობის სექტორზე მოდის, რაც მეორე კვარტალთან შედარებით 17,2%–ით მეტია. გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორს მოჰყვება ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოება–განაწილება 15,3%-ით და სამთო–მოპოვებითი მრეწველობა 5,8%-ით.

მასალების გადაბეჭდვის წესი