ეკონომიკა

ტურიზმის განვითარება კვლავ ძირითად მიმართულებად რჩება

21 დეკემბერი, 2010 • • 1088
ტურიზმის განვითარება კვლავ ძირითად მიმართულებად რჩება

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების შესახებ იმსჯელა.

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე რეფორმები, ასევე საბჭოს წევრები გაეცნენ დემოკრატიული პარტიის მიერ მომზადებულ საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და შემდგომი ნაბიჯების წინადადებებს, რომლებიც პოლიტიკური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის მიღწევის მიზნით და ამ პროცესში საზოგადოების ფართო ფენების ჩართვის უზრუნველყოფისთვის მომზადდა.

მინისტრის თქმით, საქართველოში წელს 2 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა და მისი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 2 მილიონს გადააჭარბებს. ვერა ქობალიას განცხადებით, მომავალ წელს სამინისტროს ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რადგანაც ტურიზმის სექტორის განვითარება ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი