ეკონომიკა

სიახლე ქართულ ინტერნეტ გაყიდვებში

21 დეკემბერი, 2010 • • 1339
სიახლე ქართულ ინტერნეტ გაყიდვებში

კომპანია „გუდვილი“ მომავალი წლიდან მომხმარებელს ახალ სერვიზს სთავაზობს, მათ შეეძლებათ ისარგებლონ „გუდვილის“ ინტერნეტ მაღაზიით. პროექტს „Goodwill Delivery” ეწოდება, რომელსაც „გუდვილი“, გადამზიდავ კომპანია  „DHL City Express“–თან ერთად, განახორციელებს მასთან გაფორმებული პარტნიორობის მემორანდუმის საფუძველზე.

პროექტის თანახმად, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობა 2011 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, „გუდვილში“ არსებული პროდუქტები „გუდვილის“ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტით გამოიწერონ. რაც შეეხება მათ მიწოდებას, ამას „DHL City Express“ უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი