ეკონომიკა

დასაქმების შესაძლებლობები დევნილთათვის

21 დეკემბერი, 2010 • • 1110
დასაქმების შესაძლებლობები დევნილთათვის

18–19 დეკემბერს აფხაზეთის განათლებისა და დასაქმების პირველი მასშტაბური ფორუმი გაიხსნა. შეხვედრა, რომელზეც წარმოდგენილი იყო უმაღლესი და პროფესიული განათლების, ასევე დასაქმებისა და სტაჟირების უამრავი შესაძლებლობა,  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  გაიმართა.

ფორუმის ორგანიზატორი აფხაზეთის მთავრობა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იყო და მის მიზანს დევნილთა ქმედითუნარიანობისა და მოტივაციის ამაღლება და შემდგომში სასურველი ვაკანსიის, სტაჟირების ან დასაქმების მოძიებაში ხელის შეწყობა წარმოადგენდა.

დასაქმების მსურველ დევნილთათვის უწყვეტ რეჟიმში ჩატარდა სემინარები ისეთ თემებზე, როგორებიცაა– „როგორ შევადგინოთ CV და სამოტივაციო წერილი“, „საპრეზენტაციო  უნარები“.

ორგანიზატორებთან ერთად ფორუმის პარტნიორები იყვნენ: „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“, “მრავალენოვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“, საგანმანათლებლო ცენტრი „ცოდნა“, ასოციაცია „მშვიდობა და განათლება“, „კოალიცია სამართლიანობისთვის“ და „Helping Hand“.

მასალების გადაბეჭდვის წესი