ეკონომიკა

გაფორმების ეკონომიკურ ზონას დღეს ექსპერტები ეწვევიან

18 დეკემბერი, 2010 • • 1136
გაფორმების ეკონომიკურ ზონას დღეს ექსპერტები ეწვევიან

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია ექსპერტებს შეხვდება.  სპეციალურად ექსპერტებისათვის გაიმართება „ახალი კურსის“ პრეზენტაცია, ისინი გაეცნობიან ახალ მომსახურებებს, როგორებიცაა: ელექტრონული მომსახურების ვებ-პორტალი www.RS.ge , პირადი საგადასახადო აგენტი, წინასწარი გადაწყვეტილება, დღგ-ს დაბეგვრის სპეციალური წესი და სხვა. ექსპერტები, გიორგი ცხაკაიასთან ერთად, აგრეთვე, დაათვალიერებენ გაფორმების ეკონომიკურ ზონას და გაეცნობიან ტვირთის გაფორმების გამარტივებულ წესებს. 

შეგახსენებთ, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლილოში  ოფიციალურად გახსნა. გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) 12 ჰექტარზე გაშენებული კეთილმოწყობილი ტერიტორიაა და იგი, პრეზიდენტის განმარტებით, ე.წ. ტერმინალებს ჩაანაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი