ეკონომიკა

„ვისოლ ჯგუფი“ სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას იწყებს

17 დეკემბერი, 2010 • • 1126
„ვისოლ ჯგუფი“ სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას იწყებს

„ვისოლ ჯგუფი“ სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას იწყებს. სუპერმარკეტების ქსელი ახალი წლიდან მთელ საქართველოს მოიცავს და  «სმარტის” ბრენდის ქვეშ გაერთიანდება.  მასში  ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეძენის გარდა, მომხმარებელს კაფეთი, (Take Away), ინტერნეტ (WIFI) ზონით, აფთიაქით, სწრაფი გადახდის აპარატითა და  ბანკომატით სარგებლობაც შეეძლება.

“სმარტი” მაღალტექნოლოგიური სუპერმარკეტების ქსელი იქნება. სუპერმარკეტისათვის სავაჭრო აღჭურვილობა იტალიიდან ჩამოვიტანეთ. პროდუქტების იმპორტს იტალიიდან და გერმანიიდან მოვახდენთ. ჩვენი ორიენტირი ადგილობრივი წარმოების პროდუქტებიც იქნება. ყველანაირად ხელს შევუწყობთ ქართულ წარმოებას და მომხმარებელს ჯანსაღ პროდუქტებსა და ყველა საჭირო ნივთს ერთ ადგილას შევთავაზებთ”, – განაცხადა ვისოლის დამფუძნებელმა და სმარტის გენერალურმა დირექტორმა სოსო ფხაკაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი