ეკონომიკა

გუდვილი მომხმარებელს ანგარიშსწორების ახალ სისტემას სთავაზობს

17 დეკემბერი, 2010 •
გუდვილი მომხმარებელს ანგარიშსწორების ახალ სისტემას სთავაზობს

16 დეკემბერს სუპერმარკეტების ქსელმა „გუდვილმა“ და კომპანია MobiPay-მ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც,  2011 წლიდან გუდვილის ქსელსა და ინტერნეტ-სუპერმარკეტში მომხმარებელს საშუალება ექნება გადახდის ახალი მეთოდით, მობილური ტელეფონის საშუალებით ისარგებლოს.

“დღესდღეობით გუდვილი ლიდერია მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვასა და მომსახურების სფეროში, MobiPay საშუალებას მისცემს ჩვენს მომხმარებლებს კომფორტულად, სწრაფად და მოსახერხებლად გააკეთონ შესყიდვები,“-განაცხადა „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ მაღულარიამ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მომსახურება, კომპანია  „MobiPay“-სთან ერთად,  „ვისოლმაც“ დანერგა. ახალი წლიდან „ვისოლის“ ქსელში საწვავის შესყიდვა მობილური ტელეფონის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი