ეკონომიკა

ახალი საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების პრეზენტაცია

17 დეკემბერი, 2010 • • 1033
ახალი საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი საგადახდო სისტემის პროექტის „დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა“ (RTGS) და „ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების“ სისტემების პრეზენტაცია გაიმართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ანგარიშსწორების სისტემა (RTGS)  საგადახდო სისტემაა, სადაც გადარიცხვების დამუშავება და ანგარიშსწორება თანმიმდევრულად, უწყვეტად, რეალურ დროში ხორციელდება. ახალი RTGS სისტემა მომხმარებელს გადახდების უწყვეტ რეჟიმში დამუშავების შესაძლებლობებს აძლევს.

აღნიშნული პროექტის განხორცილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2007 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მხარდაჭერით დაიწო. პროექტს ამერიკული კომპანია მონტრანი ახორცილებს.

„შედეგი სახეზეა, დღეს ეს სისტემა ოფიციალურად ამოქმედდა, გადავედით მართვის კიდევ უფრო თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ მოდელზე, ოპერაციების მართვა გახდა სწრაფი და ურისკო – რაც ნიშნავს, რომ უფრო უსაფრთხოდ და საიმედოდაა დაცული ჩვენი ფულის მოძრაობა,“-განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. მისი თქმით, უკვე 17 დეკემბრიდან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია ელექტრონულად რამოდენიმე წუთში განხორციელდება.

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების ამოქმედება ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური უსაფრთხოების უფრო მეტად განმტკიცებას და ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკურ ბაზაში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, დახმარება გავუწიოთ საქართველოს, მისი, როგორც ქვეყნის ინტეგრაციას დასავლეთის ეკონომიკასა და საფინანსო ბაზრებთან“, – განაცხადა პრეზენტაციაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი