ეკონომიკა

ინდივიდუალური გამრიცხველიანება კიდევ 6 სოფელში დასრულდა

17 დეკემბერი, 2010 • • 1173
ინდივიდუალური გამრიცხველიანება  კიდევ 6 სოფელში დასრულდა

 ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით,  16 დეკემბერს ”ენერგო პრო ჯორჯიამ” ინდივიდუალური გამრიცხველიანება 5 სოფელში, კერძოდ, დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში (265 აბონენტი), მცხეთის რაიონის სოფელი წოდორეთში (109 აბონენტი), მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში (462 აბონენტი), აბაშის რაიონის სოფელ ძველ აბაშაში (405 აბონენტი) და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მენჯისწყალში (1051 აბონენტი) დაასრულა.

ჯამში სულ  2292 აბონენტი გამრიცხველიანდა, ხოლო პროექტის ღირებულებამ 687 600 ლარი შეადგინა.

17 დეკემბერს აღნიშნულმა კომპანიამ  სტეფანწმინდის რაიონის სოფელ არშას ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა.

სოფლის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებისა და გამრიცხველიანებისათვის კომპანიამ 54 000 ლარი დახარჯა და 178 აბონენტი ინდივიდუალურად გაამრიცხველიანა.

ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები პარალელურად პრაქტიკულად ყველა რეგიონში მიმდინარეობს და 2013 წლის ბოლოს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი