ეკონომიკა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

17 დეკემბერი, 2010 •
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, 2011 წლის ბიუჯეტი 105 მილიონი ლარით განისაზღვრა, მომავალ წელს პრიორიტეტულ სფეროებად  ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება.

დეპუტატებმა  ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.   

ცვლილებები შევიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში,  რომელიც ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში უმაღლესი საბჭოს შენობის რეკონსტრუქციასა და რემონტისათვის თანხების გამოყოფის აუცილებლობას. დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტში აღნიშნულ ცვლილებას მხარი დაუჭირეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი