ეკონომიკა

№ 50 სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები

16 დეკემბერი, 2010 • • 1041
№ 50  სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები

2010 წლის 16 დეკემბერს ეროვნული ბანკის 91-დღიან N50 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.37%-ით, მაქსიმალური 9.45%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.45%–ით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 91-დღიან N49 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები ცხრა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.00%-ით, მაქსიმალური 9.87%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.50%–ით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი