ეკონომიკა

საქსტატის ახალი სატარიფო სისტემა ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან შევა

16 დეკემბერი, 2010 • • 1093
საქსტატის ახალი სატარიფო სისტემა ძალაში  2011 წლის 1 იანვრიდან შევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭომ სტატისტიკური სამუშაოების ფარგლებს გარეთ სტატისტიკური მაჩვენებლების გავრცელების ახალი სატარიფო სისტემა დაამტკიცა. საქსტატის ინფორმაციით, ახალი სატარიფო სისტემა სტატისტიკური სამუშაოების ფარგლებს გარეთ მომზადებული მონაცემებისათვის გარკვეული საფასურის დაწესებას გულისხმობს, ინფორმაციის მოცულობის, სირთულისა და მოსამზადებელი დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. სატარიფო სისტემა ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან შევა.

საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, საქსტატის ვებ-გვერდზე ფართოდ გამოყენებული ოფიციალური სტატისტიკის განთავსება კვლავ უფასოა და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი