ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შვედეთსა და საქართველოს შორის 14 დეკემბერს ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, 2010 – 2013 წლების განმავლობაში შვედეთი საქართველოსთვის განვითარების მიზნით თანამშრომლობის ფარგლებში  51 მილიონი ევროს  გამოყოფს, რაც ყოველწლიურად  13 მილიონ ევროს შეადგენს.

ქვეყნების  შეთანხმების მიზანია თანამშრომლობის იმ ძირითადი სფეროების განსაზღვრა, რაც  მომავალში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებას დაეხმარება.

საქართველო და შვედეთი 2010-2013 წლებში  დემოკრატიული მმართველობის განვითარებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის, გარემოს დაცვისა და ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარების სფეროებში ითანამშრომლებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *