რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შულავერი-წითელი ხიდის  23 კმ-იანი საავტომობილო გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. მისი ღირებულება 3 მლნ 500 ათასი ლარია. პროექტის ფარგლებში სადრენაჟო არხები და რკინა-ბეტონის მილები მოეწყო. აგრეთვე, ჩატარდა მიწის ვაკისის სამუშაოები. ამჟამად გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის 2–ფენიანი საფარის დაგება მთავრდება.

სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 80-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *