ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების №49 აუქციონის შედეგები

15 დეკემბერი, 2010 • • 1008
სახაზინო ობლიგაციების №49 აუქციონის შედეგები

საქართველოს ევროვნული ბანკის მონაცემებით, 15 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №49 აუქციონი გაიმართა. აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 731 დღის ვადის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიტანეს. მასში  მონაწილეობა მიიღო 8 კომერციულმა ბანკმა და მათი  მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 75 800 000 ლარი. მიღებულ  იქნა 45 განაცხადი, საიდანაც 16  დაკმაყოფილდა. აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური-13.00%, მაქსიმალური- 13.95%, ხოლო საშუალო შეწონილი-13.821%.

 სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების  №50-ე  აუქციონი 22 დეკებმერს გაიმართება. სამინისტრო აუქციონზე 6 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გატანას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი