ამერიკული ინტერნეტ კომპანია Yahoo-ს საინფორმაციო სამსახაურის განცხადებით, კომპანია საკუთარ პერსონალს 5%-ით, ანუ 650 სამუშაო ადგილით ამცირებს. ამჟამად Yahoo-ს დაახლოებით 7000 თანამშრომელი ჰყავს. ამ გზით კომპანია რესტრუქტურიზაციას ახორციელებს და თვლის, რომ ხარჯების შეკვეცა უფრო ეფექტიანს გახდის ოპერაციების განხორციელელებას.
Yahoo-სგან განსხვავებით, Google და Facebook აქტიურად ცდილობენ მოიზიდონ მაღალკვალიფიკაციური პერსონალი და საკუთარი შტატი პროფესიონალი კადრებით შეავსონ. თუმცა, Google ყოველთვის ზრუნავს თავის პერსონალზე და საშობაო საჩუქრის სახით იგი თანამშრომლებს 2011 წლის იანვრის ხელფასზე 10%-იან დანამატს გაუკეთებს.