ეკონომიკა

სოფელ გლდანში გამრიცხველიანება დასრულდა

15 დეკემბერი, 2010 • • 1140
სოფელ გლდანში გამრიცხველიანება დასრულდა

სოფელ გლდანში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დასრულდა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ინდივიდუალური მრიცხველი 1880 აბონენტს დაუმონტაჟდა. პროექტის  მთლიანმა  ღირებულებამ  564 000 ლარი შეადგინა.

14 დეკემბერს ინდივიდუალური გამრიცხველიანება დმანისის რაიონის სოფელ ჯავახსა და განთიადშიც დასრულდა და ორივე სოფელში  სულ 406 აბონენტი გამრიცხველიანდა.  

„ენერგო–პრო ჯორჯიას” მიერ ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა ამ დროისთვის ქალაქების ჩათვლით, საერთო ჯამში,  360 000 აბონენტზე მეტს შეადგენს. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და 2013 წლისათვის საქართველოში არსებულ ყველა აბონენტს მოიცავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი