ეკონომიკა

პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ღრმავდება

14 დეკემბერი, 2010 • • 974
პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ღრმავდება

14 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ქშიშტოფ სტანოვსკის შეხვდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით,  მხარეებმა  იმ რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს, რომლებსაც საქართველო პოლონეთის დახმარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა. შეხვედრაზე მხარეებმა 2011 წელს განსახორციელებელი პროექტებიც განიხილეს.

რამაზ ნიკოლაიშვილმა და ქშიშტოფ სტანოვსკიმ  ქართული დელეგაციის პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ისაუბრეს. ქართული დელეგაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობით, პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით რამდენიმე დღეში ეწვევა, სადაც, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაგეგმილია შეხვედრები პოლონეთის  რეგიონული განვითარების მინისტრთან და პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი