„ენერგო-პრო ჯორჯია“-მ, ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის რაიონის სოფელ ჯავახში ინდივიდუალური გამრიცხველიანება უკვე დაასრულა. 2 დეკემბერს ანალოგიური ტიპის სამუშაოები მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში განხორციელდა.
ჯავახში ინდივიდუალური მრიცხველი 180 აბონენტს დაუმონტაჟდა და პროექტზე 54 000 ლარი დაიხარჯა.
ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი ასევე დმანისის რაიონის სოფელ განთიადშიც დასრულდა, სადაც ახალი მრიცხველებით მალე 226 ადგილობრივი მოსახლე ისარგებლებს.
ინდივიდუალური გამრიცხველიანება საქართველოს სხვა რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ინდივიდუალური გამრიცხველიანება 360 000 მეტ აბონენტს შეეხო.