სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა გარდაბნის მიწები დაათვალიერა, სადაც ჯაგერის ჯიშის ამერიკული ხორბალია დათესილი. მინისტრის აზრით, აღნიშნულმა პროექტმა გაამართლა-“მაგრამ საბოლოო შეფასების გაკეთება ზაფხულში, მოსავლის მიღების შემდეგ, გახდება შესაძლებელი”, – განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.

ამერიკული თესლის საქართველოში შემოტანა სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ეს პროგრამა პილოტურ ხასიათს ატარებდა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავდა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ მისი განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *