ეკონომიკა

ქობულეთში წყალმომარაგების სისტემა უკვე რეაბილიტირებულია

13 დეკემბერი, 2010 • • 1186
ქობულეთში წყალმომარაგების სისტემა უკვე რეაბილიტირებულია

ეეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით ქობულეთში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ამიერიდან   დაბას  24– საათიანი წყალმომარაგება ექნება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ქობულეთის წყალმომარაგების სრული რეაბილიტაცია. წყალმომარაგების  რეაბილიტაციასთან ერთად, ქობულეთში, აღმაშენებლისა და კაიკაციშვილის ქუჩებზე, გზის ასფალტო-ბეტონის საფარიც შეიცვალა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები “ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი